მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ესტონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს მომავალი წლის პირველ ნახევარში გეგმავს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს მომავალი წლის პირველ ნახევარში გეგმავს

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს ანდრუს ანსიპს შეხვდა.შეხვედრისას მხარეებმა სახელმწიფოთა შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ანდრუს ანსიპს ესტონეთის მიერ საქართველოსათვის სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისათვის და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით თანადგომისათვის.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, გამოხატა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში მიიწვია, ხოლო ,თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტს მომავალი წლის პირველ ნახევარში გეგმავს.

 

Add to Twitter Add to Facebook