მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის დეტალები საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიის ელჩთან ერთად განიხილა

იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის დეტალები საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიის ელჩთან ერთად განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტოშიო კაიტანის შეხვდა. მხარეებმა იაპონიაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის დეტალები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთში არსებულ ვითრებას და რუსეთის ფედერაციის პროექტს აფხაზეთთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

ქვეყნის პირველი პირთან შეხვედრისას, ტოშიო კაიტანიმ კიდევ ერთხელ გამოხატა იაპონიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძეც ესწრებოდნენ.

Add to Twitter Add to Facebook