მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ესტუმრება

ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ესტუმრება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, 25 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში ეწვევა.

ვიზიტის ოფიციალური ნაწილი 26 ნოემბერს დაიწყება. პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან. შეხვედრის დასრულებითანავე გიორგი მარგველაშვილი და ანდრის ბერზინში ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ასევე დაგეგმილია ლატვიის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარეთან.

ანდრის ბერზინში გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

ამას გარდა, ლატვიის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის ერთობლივ ბიზნესფორუმში. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება სხვადასხვა სამინისტროებთან.

27 ნოემბერს, ლატვიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი და ანდრის ბერზინში აჭარის რეგიონსაც ეწვევიან. ანდრის ბერზინში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება. ასევე დაესწრება ლატვიის საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიას და ბიზნესფორუმის ფარგლებში - საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციას. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერება ბათუმისა და იურმალის დამეგობრების შესახებ ხელშეკრულებას.

ლატვიის პირველი პირი საზღვაო აკადემიასაც ესტუმრება, სადაც მხარეები თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

ლატვიის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები არიან, საქართველოს 27 ნოემბერს დატოვებს.   

Add to Twitter Add to Facebook