მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრაღაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის მუშაობა დასრულდა

პრაღაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის მუშაობა დასრულდა

პრაღაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის მუშაობა დასრულდა. მეორე პლენარული სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში შექმნილი ვითარება იყო.  სამიტის მონაწილე ლიდერებმა შეიმუშავეს 4-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წინსვლა თავისუფალი მიმოსვლის თვალსაზრისით. გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს რეკომენდაციებს უკრაინისა და რუსეთისათვის. ლიდერები მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტში ჩაწერილია, რომ, უპირველესად, რუსეთმა უნდა გაიყვანოს სამხედრო ძალა უკრაინის ტერიტორიიდან, ხოლო უკრაინამ უნდა უზრუნველყოს მაისის დამლევს თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნები. ჩეხეთის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა იტვირთოს მედიატორის როლი კონფლიქტის მოსაგვარებლად.  

პლენარული სხდომის დასასრულს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და მედიის შეკითხვებს უპასუხეს.

Add to Twitter Add to Facebook