მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

 

საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციის „კოალიცია გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების“  წევრები მიიღო.

გიორგი მარგველაშვილმა მოისმინა არასამთავრობო სექტორის  მოსაზრებები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. კონკრეტული კანდიდატების  ვინაობა არ განხილულა.

პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ ამავე თემის განხილვის მიზნით კონსულტაციები  მომავალშიც  გაგრძელდება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან,  ასევე პოლიტიკურ პარტიებთან.

შეხვედრას „კოალიცია გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების“  ოცზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

Add to Twitter Add to Facebook