მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   სამიტის მონაწილე ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელები სამუშაო სადილზე შეიკრიბნენ

სამიტის მონაწილე ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელები სამუშაო სადილზე შეიკრიბნენ

აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში დელეგაციის ხელმძღვანელთა სამუშაო სადილი გაიმართა. მილოშ ზემანმა სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებს სიტყვით მიმართა. ჩეხეთის პრეზიდენტმა გამოსვლისას აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა და სამიტის მუშაობის პირველი დღე შეაფასა.

სამუშაო სადილის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში სტუმრების პატივსაცემად საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელთა შორის ევროკომისარი შტეფან ფულე და ათი ქვეყნის დელეგაციათა წარმომადგენლები იყვნენ. 

Add to Twitter Add to Facebook