მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტები „სუხიშვილების“ კონცერტს დაესწრნენ

საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტები „სუხიშვილების“ კონცერტს დაესწრნენ

აბდულა გიულის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა თურქ კოლეგას შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში უმასპინძლა, სადაც ქართული ნაციონალური ბალეტის კონცერტი გაიმართა.  ღონისძიება ანსამბლმა „შვიდკაცამ“ გახსნა.

კონცერტს საქართველოსა და  თურქეთის  პრეზიდენტებთან ერთად უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ესწრებოდა. რუსთაველის თეატრში ასევე იმყოფებოდნენ თურქეთის დელეგაციის წევრები, საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები.

Add to Twitter Add to Facebook