მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აბდულა გიულიმ პირადად მიულოცა გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება და საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას ქვეყნის წინსვლა უსურვა. ორი ქვეყნის ლიდერებმა ქართულ-თურქული ურთიერთობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.

საუბრისას, აბდულა გიულიმ საქართველოს პირველი პირი თურქეთში მიიწვია. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება.  

Add to Twitter Add to Facebook