მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს

პოლონეთის რესპუბლიკა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და პოლონეთის ლიდერებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს, რომელიც, მოგვიანებით გაფართოებული შემადგენლობით გაგრძელდა. მხარეებმა  ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის შესახებ იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება, უპირველესად, ეკონომიკის სფეროში, მათ შორის, ვაჭრობის მიმართულებით. გიორგი მარველაშვილმა ბრონისლავ კომოროვსკისთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა და ყურადღება ევროინტეგრაციის თვალსაზრისით პოლონეთის გამოცდილებაზე გაამახვილა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა  საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხიც იყო. საუბარი შეეხო უკრაინაში შექმნილ კრიზისსაც.  

საქართველოს პირველმა პირმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა  და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის პოლონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგები შეაჯამეს.

Add to Twitter Add to Facebook