მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები რუსთაველის თეატრში გამართულ კონცერტს დაესწრნენ

საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები რუსთაველის თეატრში გამართულ კონცერტს დაესწრნენ

სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუსთაველის თეატრში საიათ ნოვას 300 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა  სერჟ სარქისიანსა და სომხური დელეგაციის წევრებს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა. მაღალი რანგის სტუმრების წინაშე საიათ ნოვას შემოქმედება ცნობილმა ქართველმა და სომეხმა შემსრულებლებმა წარმოადგინეს.    

კონცერტის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის სახელით სერჟ სარგისიანის პატივსაცემად ვახშამი გაიმართა, რომელზეც საქართველოსა და სომხეთის ლიდერებმა ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს და ორი ქვეყნის მეგობრობაზე ისაუბრეს.  

სტუმართა მხარეს ოფიციალურ ვახშამზე წარმოადგენდნენ სომხეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ასევე საქართველოში მცხოვრები სომხური დიასპორის წარმომადგენლები, ხოლო ქართული მხრიდან  ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე,  ქართველი დეპუტატები და საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, კულტურისა და  დიასპორის მინისტრები.

 

Add to Twitter Add to Facebook