მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

დღეს, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბრონისლავ კომოროვსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 
ორი ქვეყნის ლიდერებმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები და კრიზისიდან გამოსვლის გზები განიხილეს. 
მხარეებმა საქართველოს მიერ, უახლოეს პერიოდში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის  მნიშვნელობის თაობაზეც ისაუბრეს. პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქვეყნის პირველ პირს მხარდაჭერა ევროპულ და ევროანტლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გზაზე.
საუბრის დასასრულს, ბრონისლავ კომოროსკიმ გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში მიიწვია. პოლონელი კოლეგა, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმაც მოიწვია. 
Add to Twitter Add to Facebook