მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადება  განხორციელებული რეორგანიზაციი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადება  განხორციელებული რეორგანიზაციის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, ქვეყნის პრეზიდენტის ახალი  უფლებამოსილებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საჭიროებდა რეორგანიზაციას.

აღნიშნული რეორგანიზაცია გამოცხადდა ადმინისტრაციის უფროსის ლაშა აბაშიძის 2013  წლის 19 ნოემბრის N255/1 ბრძანებით, რის თაობაზეც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მიიღეს შეტყობინება კანონით გათვალისწინებულ ვადებში.

დღეს, 20 დეკემბერს რეორგანიზაციის დასრულების შედეგად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 97-ე მუხლის საფუძველზე, მოხდა ადმინისტრაციის სტრუქტურული ოპტიმიზაცია, რომლის შესაბამისად გაუქმდა და გაერთიანდა გარკვეული სტრუქტურული ერთეულები, რამაც გამოიწვია გარკვეული საშტატო ერთეულების გაუქმება და, შესაბამისად, თანამშრომელთა შემცირება.

შემცირებიდან გამომდინარე, გათავისუფლებული თანამშრომლები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის საფუძველზე მიიღებენ  კომპენსაციას 2 თვის ხელფასის ოდენობით. 

Add to Twitter Add to Facebook