მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა სომხეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა სომხეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე

ბატონო პრეზიდენტო,

საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი წარმომავლობის მოქალაქეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის განვითარების, მათ შორის პოლიტიკურ განვითარების  საქმეში, რისი დასტურიც არის ის, რომ ჩემი დელეგაციის წევრები არიან ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სომეხი წარმოშობის პოლიტიკოსები.

საქართველოსა და სომხეთს შორის არის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა და ჩვენი დღევანდელი ურთიერთობა სწორედ ამ კავშირის სიმყარეს ეფუძნება.

უაღრესად სასიამოვნო იყო იგივეს გაგონება სომხეთის პრეზიდენტისგან.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ეკონომიკურ ვექტორს და საქართველოს მომავალ ეკონომიკურ განვითარებას სხვადადასხვა მიმართულება აქვს, ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის თვალსაზრისით. 

ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური თუ კულტურული ურთიერთობა კი შეიძლება მხოლოდ გაღრმავდეს და პოზიტიურად განვითარდეს.     

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის გარდა, გვაკავშირებს კიდევ პოზიტიური და მზარდი თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა სფეროებში.

ამას გარდა, ჩვენ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განვითრდეს ურთიერთობა ჩვენს სომეხ კოლეგებთან და ხაზგასმით აღვნიშნეთ ისიც, რომ ამ მხრივ გვაქვს დისბალანსი - სომხეთის პრეზიდენტი მოვიწვიეთ საქართველოში და იმედი გვაქვს, რომ იგი გამონახავს დროს და ჩამობრძანდება თბილისში.

მინდა ასევე ხაზგასმით ვთქვა ის, რომ ერევანში ვიზიტით ჩვენ დავასრულეთ ვიზიტები რეგიონის სამ მეზობელ ქვეყანასთან. ხაზგასასმელია ის, რომ სამივე სახელმწიფო საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის მხოლოდ გაღრმავებაზე ფიქრობს.

მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზეც, რომ ასეთივე დამოკიდებულებაა საქართველოს მხრიდან - ჩვენ მხოლოდ არსებული ურთიერთობის გაღრმავებასა და სტაბილურ მომავალზე ვართ ორიენტირებული.

კეთილმეზობლობა, ეკონომიკური თანამშრომლობა არის ის, რაც ქართული სახელმწიფოს პრიორიტეტია და ჩვენ თანმიმდევრულად გავავრცელებთ ამ პრიორიტეტს რეგიონში.

იმედი მაქვს, რომ უაღრესად პრობლემური საკითხების მოგვარების ფონზე, ეს პრიორიტეტი გავრცელდება ჩვენს სხვა მეზობლებზეც.

მადლობას მოგახსენებთ ძალიან თბილი დახვედრისთვის, გემადლიერებით იმისთვის, რომ გვაქვს ერთიანი ხედვა ყველა საკითხის მიმართ და სრული მზადყოფნა გვაქვს თითოეული დეტალის მოგვარება კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობის საფუძველზე, უახლოეს მომავალში განვახორციელოთ.

კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს თბილი დახვედრისთვის.      

Add to Twitter Add to Facebook