მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის თაობაზე

15 ოქტომბერს მივმართე საქართველოს პარლამენტს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების მოსალოდნელი შედეგების თაობაზე პოზიციის შესამუშავებლად. 17 ოქტომბერს პარლამენტმა მიიღო განცხადება „რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობის თაობაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას, ხოლო ხსენებული ხელშეკრულება დამატებით საფრთხეს შეუქმნის რეგიონალურ სტაბილურობას.

გაუარესებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის მიზნით კოორდინირებული ნაბიჯების დასაგეგმად ვიწვევ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ა.წ. 28 ოქტომბერს 15:00 საათზე.

ამასთან, ვიზიარებთ საქართველოს პარლამენტის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება პრიორიტეტულ თემად უნდა იქცეს საგარეო ურთიერთობების კონტექსტში როგორც ორმხრივი შეხვედრებისას, ისე  საერთაშორისო ფორუმებზე უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას. ამ პრიორიტეტს დავეყრდნობით საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში.

Add to Twitter Add to Facebook