მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

დღეს, როდესაც ჭაბუა ამირეჯიბი ჩვენს გვერდით აღარ არის, რთულია სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი  გულისტკივილი, რითაც მისმა გარდაცვალებამ აგვავსო.

მისი შემოქმედება ამოუწურავი საგანძურია, რომელთან ყოველი შეხვედრისას სამართლიანობის, თავისუფლების სიყვარულისა და ჰუმანიზმის გაკვეთილებს ვიღებთ. ხოლო მისი შეუპოვარი, გმირული ცხოვრების ისტორია მუდამ სამშობლოსა და ხალხის უანგარო მსახურების სახელმძღვანელოდ დარჩება.

ბატონი ჭაბუას დიდ ოჯახთან,  მთელ საქართველოსთან ერთად ვწუხვარ ამ უდიდეს დანაკლისს. ღრმად მწამს, ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავი, მსოფლიო მასშტაბის შემოქმედება და ბიოგრაფია მუდამ იქნება შთაგონების წყარო ყველასთვის, ვისთვისაც თავისუფლების, სამართლიანობისა და ჰუმანიზმის იდეალები ცხოვრების მთავარი ორიენტირია.

Add to Twitter Add to Facebook