მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვია. პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან.

გიორგი  მარგველაშვილი და ბრონისლავ კომოროვსკი პოლონური და ქართული მედიისათვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. გარდა ამისა, დღეს საქართველოს პრეზიდენტი უცნობი ჯარისკაცის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

საქართველოს პრეზიდენტი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს ევა კოპაჩის შეხვდება. ასევე იგეგმება საქართველოს პირველი პირისა და  სენატის მარშალ ბოგდან ბორუსევიჩის შეხვედრა. გიორგი მარგველაშვილი შეხვედრას პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც გამართავს.

მოგვიანებით,  ბრონისლავ კომოროვსკი და ანა კომოროვსკა გიორგი მარგველაშვილის და მაკა ჩიჩუას პატივსაცემოდ სადილს გამართავენ.  

ამას გარდა, დაგეგმილია შეხვედრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან დონალდ ტუსკთან.

3 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი კრაკოვში გაემგზავრება, სადაც  ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება.

პრეზიდენტთან ერთად ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზურაბ აბაშიძე და ზვიად კვაჭანტირაძე, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ივანე მაჭავარიანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე.

გიორგი მარგველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლკაში ორ დღეს გასტანს და საქართველოში იგი 3 აპრილს დაბრუნდება.

 
Add to Twitter Add to Facebook