მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ლიტვაში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ლიტვაში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვილნიუსის სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ქართულ დელეგაციასთან ერთად ლიტვის დროით 12:00 საათზე ჩაფრინდა.

გიორგი მარგველაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების სადილს დაესწრება, რომელზეც დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა.

ქვეყნის პირველი პირი დღესვე  გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტთან ვერნერ ჰოიერთან, ევროპის ეკონომიკისა და სოციალური კომიტეტის (EESC) პრეზიდენტთან ჰენრი მალოსესთან, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ანდრის ბერზინშთან და  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტთან სუმა ჩაკრაბარტისთან. 

Add to Twitter Add to Facebook