მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებ

საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით<br />

3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმები მათ.

ამ ადამიანთა მდგომარეობა ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს სახელმწიფოს სახეს, საზოგადოების კულტურასა და ღირსებას.

ბუნების კანონია, რომ თუ ადამიანს რაიმე უნარი ეზღუდება, სანაცვლოდ უეჭველად ებოძება სხვა ნიჭი. ყველა ადამიანშია პოტენციალი, რომელიც მას ღირსეული ცხოვრების, საზოგადოების კეთილდღეობისათვის შრომის საშუალებას აძლევს.

საჭიროა ყველა ჩვენგანის - ხელისუფლების, საზოგადოების, თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კოორდინირებული მუშაობა, რათა ყველა პირობა შევქმნათ ამ შესაძლებლობათა სრულად გამოვლენისა და განვითარებისთვის.

მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ვიქნები საზოგადოების ამ ჯგუფის უფლებათა დამცველი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მალე დაიკავებს ადგილს  ჩემი პირადი მრჩეველი, რომელიც მიზანმიმართულად იმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემატიკაზე.

ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას ვუსურვებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვენს თანამემამულეებს.

Add to Twitter Add to Facebook