მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ბათუმელ მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ბათუმელ მოსწავლეებს შეხვდა

 

 საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი დღეს ბათუმის მე-2 და მე-10 საჯარო სკოლებში არსებული სამოქალაქო კლუბების წევრებს შეხვდა.

საუბრის ძირითადი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა და ამ ურთიერთობის მნიშვნელობა იყო. გიორგი აბაშიშვილმა მოსწავლეებს ასოცირების შეთანხმების დეტალები გააცნო და მისი ხელმოწერის მნიშვნელობაზე ესაუბრა. პრეზიდენტის მრჩეველმა ყურადღება იმ სარგებელზე გაამახვილა, რომელსაც საქართველო ამ შეთანხმებით მიიღებს. საუბარი შეეხო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას და იმ ვალდებულებებს, რომლებიც ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში იკისრა.

 შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა. მოზარდები ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ ქვეყანაში დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმებით, მათი განხორციელების ტემპითა და ვადებით დაინტერესდნენ.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც ევროკავშირის შესახებ თანატოლებისათვის პროექტი განახორციელეს. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები ძალზე მნიშვნელოვანია, რათა ახალგაზრდა თაობა ქვეყნისა და, შესაბამისად, საკუთარი მომავლის შესახებ კარგად იყოს ინფორმირებული.

Add to Twitter Add to Facebook