მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი საქართველოში „იუნისეფის“ წარმომადგენე

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი საქართველოში „იუნისეფის“ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი საქართველოში „იუნისეფის“ წარმომადგენელს საშა გრაუმანს შეხვდა. მხარეებმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და საზოგადოებაზე მისი გავლენის შესახებ ისაუბრეს, განიხილეს ეკონომიკური ზრდის შედეგების თანაბარ განაწილებასა და  ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანაში  სიღარიბის დონის შესამცირებლად უნდა გადაიდგას. საშა  გრაუმანმა  გიორგი აბაშიშვილთან შეხვედრისას ყურადღბა გაამახვილა საქართველოს მთავრობასთან წარმატებულ თანამშრომლობაზე, რაც გულისხმობს სოციალური დაცვის სისტემის გადახედვასა და გაუმჯობესებას,   ბავშთა საჭიროებების უკეთ ასახვას, რათა ბავშვიანი ოჯახები მეტად ღარიბები არ იყვნენ, ვიდრე უბავშვო.

შეხვედრისას ყურადღება განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროსა და სასკოლო განათლების აქტუალურ საკითხებზე გამახვილდა.

სამომავლოდ მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Add to Twitter Add to Facebook