მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი მარნეულში საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი მარნეულში საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების სოფიო შამანიდი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ევროპის სახლის ორგანიზებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ხელშეკრულების ამოქმედების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრისას ის საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციები განიხილეს, რომლებიც აუცილებელია ხელშეკრულების მოთხოვნების განსახორციელებლად. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მოსალოდნელი ფინანსური რისკებისა და მოულოდნელი ხარჯების თავიდან აცილების შესაძლებლობებზე.

აღნიშნული ღონისძიება   შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე ნატო ბაჩიაშვილი და ილიას უნივერსიტეტის ლექტორი ირაკლი ლექვინაძე; ასევე მარნეულის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგეობის ხელმძღვანელი პირები, ტერიტორიულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები და ფერმერები.  

Add to Twitter Add to Facebook