მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა დღეს დიღმის ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ კომპანია „აირჩიე ქართულის“ ორგანიზებული გამოფენა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის მრჩეველმა ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდის აუცილებლობაზე გაამახვილა. გიორგი აბაშიშვილმა შეკრებილებს ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედება ადგილობრივ მეწარმეებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ქართული პროდუქცია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ ევროპულ ბაზარზეც გაიტანონ. პრეზიდენტის მრჩეველმა იმედი გამოთქვა, რომ შემდეგ წლებში „აირჩიე ქართულის“ მიერ ორგანიზებულ გამოფენაში სულ უფრო მეტი ადგილობრივი საწარმო მიიღებს მონაწილეობას.

გამოფენის ფარგლებში ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ადგილობრივი აგრარული და ხალხური რეწვის პროდუქცია. თაფლის, ჩაის, ნატურალური წვენების, ღვინის და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლების, საკონსერვო პროდუქციის, მურაბების, ჯემების, ტკბილეულის, სნექების მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიები მომხმარებელს საკუთარ პროდუქციას სპეციალურ ფასად შესთავაზებენ.

გამოფენა–გაყიდვის მიზანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და მცირე რეგიონალური საწარმოების მხარდაჭერაა. ღონისძიება რიგით მეხუთეა და წელიწადში ორჯერ – აღდგომისა და ახალი წლის წინა კვირებში ევროკავშირის პროგრამა „ენპარდის“ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერატივების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.  

Add to Twitter Add to Facebook