მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ რუმინეთში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მუშა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ რუმინეთში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა - საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ ბუქარესტში შავი ზღვის ენერგოუსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტის მრჩეველი კონფერენციის მონაწილეთა წინაშე სიტყვით წარსდგა და საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის ენერგორესურსების სატრანზიტო ქვეყნის როლზე ისაუბრა ევროკავშირის ენრგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. განსაკუთრებული ყურადღება მან იმ პრობლემებს დაუთმო, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის განვითარებას უშლის ხელს. კერძოდ, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები და ამ ტერიტორიების ანექსიის საფრთხეები.

ამას გარდა, პრეზიდენტის მრჩეველმა შეხვედრა გამართა რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ბატონ იულიან კიფუსთან. კოლეგებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

Add to Twitter Add to Facebook