მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ამერიკის დელეგაციასთან

საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ამერიკის დელეგაციასთან

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორს რაჯივ შაჰსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს თომას მელიას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ამერიკის ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს, ასევე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
USAID -ის ხელმძღვანელმა საქართველოს პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 
დღეს გამართულ ყველა ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენ ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ობამა და სახელმწიფო მდივანი ბატონი კერი ძალიან მაღალ პრიორიტეტს ანიჭებენ საქართველოსთან ძლიერი და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ USAID-ის ხელმძღვანელმა.
მანვე ქართველ ხალხსა და მთავრობას ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაბარება მიულოცა, რაც, მისი თქმით, სტაბილურობისა და დემოკრატიის მყარი საფუძველია.

Add to Twitter Add to Facebook