მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ავსტრალიის თანამეგობრობის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ავსტრალიის თანამეგობრობის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავტრალიის თანამეგობრობის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იან დევიდ გრინჯ ბიგსს შეხვდა.

საუბრისას, სახელმწიფოთა შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყანა კვლავაც განაგრძობს საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემას და თანამშრომლობას გაეროს ფორმატის შესაბამისად. ლაპარაკი შეეხო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების თემასაც, მათ შორის კულტურის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში. როგორც ავსტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განაცხადა,  საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო ხელს შეუწყობს ავსტრალიური ინვესტიციების შემოსვლას. ეს კი, მისი თქმით, საქართველოს ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

იან ბიგსმა აღნიშნა, რომ ავსტრალიის მხარე  საქართველოს პარტნიორ ქვეყანად განიხილავს და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

იან დევიდ გრინჯ ბიგსის დიპლომატიური მისია საქართველოში დასრულდა და საქართველოს პრეზიდენტთან აუდიენცია გამოსამშვიდობებელ ხასიათს ატარებდა.

დღესვე გიორგი მარგველაშვილმა სამუშაო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან გამართა.

Add to Twitter Add to Facebook