მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

 

საქართველოს პრეზიდენტმა ვენაში ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტთან ჰეინც ფიშერთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იმ გამოცდილებას, რომელიც ავსტრიას ამ მხრივ აქვს. შეხვედრის დასასრულს, ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი

თქვენ იცით, რომ ვენაში გაეროს "ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების" კონფერეცია გაიმართა. აქ იმყოფებოდა გაერო-ს გენერალური მდივანი და რამდენიმე სახელმწიფოს მეთაური. მოხარული ვარ, რომ კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტიც და მქონდა შესაძლებლობა მომეწვია ორმხრივი შევხვედრაზე.

ეს ჩვენი პირველი შეხვედრა არ არის, მაგრამ ვენაში ერთმანეთს პირველად შევხვდით.

ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა ორმხრივი ინტერესებისა და მრავალმხრივი საკითხების თაობაზე.

უპირველესად უნდა აღვნიშო, რომ საქართველოსა და ავსტრიას მეგობრული ურთიერთობა აქვს; ჩვენს შორის ძალიან დიდია ურთიერთნდობა და კმაყოფილი ვართ, რომ ეს ურთიერთობა ასე ვითარდება. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ გავაღრმავოთ თანამშრომლობა ვაჭრობის, მათ შორის, ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით. ამისათვის კარგი შესაძლებლობებიც გვაქვს.

ასევე ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი, რომ ევროპაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.

ავსტრიას, როგორც ნეიტრალურ ქვეყანას, შეუძლია დახმარება გაუწიოს ევროპას პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის შექმნაში.  

საქართველოს პრეზიდეტი დაინტერესდა ჩვენი ისტორიით. იმ ფაქტით, რომ ავსტრია ომის შემდეგ ოკუპირებული იყო ოთხი მოკავშირე ძალის მიერ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოთხმა მოკავშირე ძალამ - რუსებმა ამერიკელებმა ბრიტანელებმა და ფრანგებმა - დატოვა ჩვენი ქვეყანა 1955 წელს, ჩვენ შევძელით თავისუფალი არჩევნების გამართვა და მივაღწიეთ სახემწიფო შეთანხმებას.

მას შემდეგ ჩვენ დამოუკიდებელი და ნეიტრალური ქვეყანა ვართ.

რა თქმა უნდა, 1989 წელი ჩვენთვის იყო ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაშვებული რკინის ფარდა გადიოდა ავსტრიის საზღვარზე, რომელიც საერთო იყო ჩეხეთთან, სლოვაკეთთან, უნგრეთთან და გარკვეულ მანძილზე იუგოსლავიასთან.

ეს იყო საფრთხის შემცველი საზღვრები და ქმნიდა გარკვეულ ჩიხს ევროპაში პოლიტიური, კულტურული, ეკონომიკური თვალსაზრისით. ყოველივე ეს დასრულდა 89-90 წლებში.

ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

პრეზიდენტმა აღწერა საკუთარი პოზიცია და მიდგომა ამ პრობლემების მიმართ.

ჩვენი ინტერესია, ვიპოვნოთ პრობლემის მოგვარების მშვიდობიანი გზა, რომელიც მოვლენების სამხედრო გზით განვითარებას კი არ მიგვაახლოებს, არამედ თავიდან აგვაცილებს ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტს.

ავსტრიის პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპი - პრობლემები აუციელებლად მშვიდობის გზით გადაიჭრას - არის ერთადერთი კეთილგონიერი მიდგომა პრობლემების მოსაგვარებლად.

მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტს ვენაში.

მან გულითადად მიმიწვია წელს საქართველში, რასაც სიამოვნებით დავთახმდი და აღვნიშნე, რომ ჩემი პირველი და ბოლო ვიზიტი თბილისში 50 წლის წინათ, 1964 წელს შედგა.    

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას და დიდსულოვან მასპინძელს ამ შესანიშნავი ვიზიტისთვის ვენაში, სადაც გაიმართა საფუძვლიანი დისკუსია გაეროსა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების საკითხებზე.

ეს იყო კარგად ორგანიზებული ღონისძიება და კარგი შანსი, გაგვემართა ორმხრივი შეხვედრა მეგობარ ერთან, რომელთან  ერთადაც ვხედავთ მომავალი განვითარებისა და კეთლდღეობის შესაძლებლობას ევროპაში.

პრეზიდენტს გავუზიარე შეშფოთება საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილი  ვითარების გამო და ვისაუბრეთ ამ რეგიონებში არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრის შესაძლებლობების თაობაზე.

რა თქმა უნდა, მოხარული ვართ გავაღრმავოთ და განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობა ავსტრიასთან, რომელთანაც, იმედია, მომავალში გვექნება მთელი რიგი შესაძლებლობები.

მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პრეზიდენტსა და ავსტრიულ მხარეს ორმხრივი და საერთაშორისო ღონისძიებების შესანიშნავი ორგანიზებისთვის.

Add to Twitter Add to Facebook