მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი აკადემიკოს შალვა ამონაშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი აკადემიკოს შალვა ამონაშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის საპატიო პრეზიდენტს, აკადემიკოს შალვა ამონაშვილს შეხვდა. აკადემიკოსმა, უპირველესად, მადლობა გადაუხადა ქვეყნის პირველ პირს იმისათვის, რომ ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად სწორედ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით გაიმართა. მისი თქმით, განათლების სფეროს განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ხაზგასმით აღნიშნა გიორგი მარგველაშვილის წვლილი საგანმანათლებლო პროექტების შემუშავებისა და განხორციელების თვალსაზრისით. საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას, შალვა ამონაშვილმა ასევე იმ საკითხების შესახებ გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ფორუმის მონაწილეებმა ორდღიანი კონფერენციის მუშაობის დროს განიხილეს.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ღვაწლმოსილ პედაგოგს განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის  და აღნიშნა, რომ იგი ყოველთვის დაუჭერს მხარს საგანმანათლებლო სისტემის დახვეწის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს.

ჰუმანური პედაგოგიკის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია 21-23 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. 

Add to Twitter Add to Facebook