მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი: აუცილებელია გავაღრმავოთ დემოკრატიული პროცესები, რათა  რეალობად ვაქციოთ

საქართველოს პრეზიდენტი: აუცილებელია გავაღრმავოთ დემოკრატიული პროცესები, რათა  რეალობად ვაქციოთ მომავლის ხედვა, რომელმაც ორი წლის წინ გაგვაერთიანა

ორი წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, დემოკრატიული არჩევნების შედეგად საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის პოლიტიკური ცვლილება განხორციელდა -  პირველად მოხდა ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი გზით.

ეს დღე დასაწყისია ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციისა და იგი მუდმივ განვითარებას, ჩვენს უწყვეტ ძალისხმევას საჭიროებს. აუცილებელია განვაგრძოთ და გავაღრმავოთ დემოკრატიული პროცესები. მხოლოდ ამგვარად შეიძლება საზოგადოებრივი ცხოვრება განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს, სრულფასოვნად დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, რეალობად ვაქციოთ მომავლის ხედვა, რომელმაც ორი წლის წინ გაგვაერთიანა. 

Add to Twitter Add to Facebook