მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის კონგრესმენს მაიკ როჯერსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის კონგრესმენს მაიკ როჯერსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის კონგრესმენთან მაიკ როჯერსთან და მის თანმხლებ დელეგაციასთან სამუშაო სადილი გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივას. აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდეს.

 მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და, ზოგადად, რეგიონში შექმნილი ვითარება. ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის პერსპექტივასა და ამ პროცესში აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა აქტიური ჩაბმულობის მნიშვნელობის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენ მაიკ როჯერსსა და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლებს, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. 

Add to Twitter Add to Facebook