მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს ვატიკანში, ქუვეითში, ესტონეთში, სლოვენიაში და ინდოეთში წარმოადგენენ. შესაბამისი განკარგულებები გიორგი მარგველაშვილმა გასულ კვირას გამოსცა. ახლადდანიშნულმა ელჩებმა საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი ხედვა გააცნეს  მომავალი საქმიანობისა და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განმტკიცებისა და თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. შეხვედრისას მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიც განიხილეს და რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს.

სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას ზურაბ ბექაია 1 მაისიდან შეუდგება, წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას თამარ გრძელიძე 1 ივნისიდან დაიკავებს, ხოლო ქუვეითში ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა როლანდ ბერიძე დანიშნა, რომელიც მუშაობას 2 ივნისიდან დაიწყებს. რაც შეეხება ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეა ახვლედიანმა ამ თანამდებობაზე მუშაობა 16 მარტიდან დაიწყო, ინდოეთში ელჩად კი ლევან ნიჟარაძე დაინიშნა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობებზე მუშაობას 3 აპრილიდან შეუდგა. 

Add to Twitter Add to Facebook