მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პირველი პირი დღეს ისრაელსა და თურქმენეთში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩებს, პაატა კალანდაძესა და გიორგი ყარალაშვილს შეხვდა.  საუბრისას პრეზიდენტმა საქართველოსა და ამ ქვეყნებს შორის ამჟამად არსებული ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები განიხილა. სამომავლო გეგმებზე საუბრისას, გიორგი ყარალაშვილმა და პაატა კალანდაძემ გიორგი მარგველაშვილს ის გეგმები გააცნეს, რომლებიც ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ქვეყნის პირველმა პირმა მომავალ საქმიანობაში მათ წარმატება უსურვა.

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე პაატა კალანდაძე დაინიშნა, ხოლო თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე - გიორგი ყარალაშვილი. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი. 

Add to Twitter Add to Facebook