მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. კრისტიან ვიგენინმა გიორგი მარგველაშვილს, უპირველესად, ასოცირების შეთანხმების გაფორმება მიულოცა. მისი განცხადებით, დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან საქართველოს პარლამენტი ახდეს ამ დოკუმენტის რატიფიცირებას. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზეც ისაუბრეს და ყურადღება ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვლეს. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, მნიშვნელოვანია საქართველომ გაიზიაროს ბულგარეთის გამოცდილება ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-ში გაწევრების პროცესსაც, მათ შორის, ნატო-ს სამიტს, რომელიც სექტემბერში დიდ ბრიტანეთში გაიმართება. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სამიტზე სათანადოდ შეფასდება საქართველოს პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ რეფორმებისა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელების გზით მიაღწია. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა კრისტიან ვიგენინს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის; ასევე იმ თანადგომისთვის, რომელსაც ბულგარეთი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გამოხატავს საქართველოს მიმართ. მხარეებმა ოუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიებზე 12 ბულგარელი დამკვირვებელი შევა.

Add to Twitter Add to Facebook