მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდ

საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

 

საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს  ჟოზე გრაციანო და სილვას შეხვდა. მხარეებმა წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიან გამოცდილებაზე ისაუბრეს და ყურადღება იმ დახმარებაზე გაამახვილეს, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს ტექნიკური და ინტელექტუალური სახით სოფლის მეურნეობის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების ნაწილში უწევს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდგომ, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმოცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას განსაკუთრებული როლი ენიჭება. მათი თქმით, აუცილებელია, რომ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარებს და ამ მხრივ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმ ინტელექტუალურ და ტექნიკურ დახმარებას, რომელსაც საქართველო პარტნიორებისა და, მათ შორის, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისგან ელოდება. საუბარი შეეხო იმ რეგულაციებსა და ნორმებს, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს.

საქართველოს პრეზიდენტისა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის გენერალური დირექტორის შეხვედრას საქართველოს პრეზიდეტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, ეროვული უშიშროების საჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპულიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ესწრებოდნენ.

Add to Twitter Add to Facebook