მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობის შემაჯამებელ შეხვედრას დაეს

საქართველოს პრეზიდენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის საქმიანობის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და იმ ხარვეზებზე ისაუბრა, რომლებიც  სამინისტროში სისტემურ ხასიათს ატარებდა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, უწყების ხელმძღვანელების ეფექტიანი მუშაობის შედეგად, ბევრი მათგანი უკვე აღმოიფხვრა.

„პირველი ეტაპი, რომელზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობა მუშაობდა, იყო იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რომლებიც მათ იქ დახვდათ. ძირითადად, ეს იყო პოლიტიზებული სისტემა, მართვის არაადეკვატური მექანიზმებით.  საგანგებოდ, ხაზგასმით მსურს აღვნიშნო იმ ნდობის თაობაზე, რომელიც განათლების სისტემის მუშაკებსა და სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის ჩამოყალიბდა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ხისტი მექანიზმების მოშლამ არა თუ არ მოახდინა უარყოფითი გავლენა, არამედ გათავისუფლებული კანონის ფარგლებში, დემოკრატიის პირობებში მეცნიერები და პროფესორ-მასწავლებლები უფრო ეფექტიანად  ემსახურებიან ქართული საზოგადოების სტრატეგიულ მიზანს - გვყავდეს განათლებული თაობა და თავად  ვიყოთ ცოდნისა და მეცნიერების შემქმნელი საზოგადოება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა.

Add to Twitter Add to Facebook