მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტს მის აღმატებულება დალია გრიბაუსკაიტეს ლ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტს მის აღმატებულება დალია გრიბაუსკაიტეს ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

 

თქვენო აღმატებულებავ,

ნება მომეცით გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ამ ღირშესანიშნავ დღეს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მეგობრული ურთიერთობა და მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის წარმატებით ვითარდება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, მინდა გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენ მიმართ და ვუსურვო ლიტველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.

პატივისცემით

გიორგი მარგველაშვილი

Add to Twitter Add to Facebook