მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის აღმატებულება კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს ხორვატიის რეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის აღმატებულება კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

 

თქვენო აღმატებულებავ,

ჩემთვის დიდი პატივია გულწრფელად მოგილოცოთ როგორც პირველ ქალბატონს, რომელიც  ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს.

საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ხორვატიის რესპუბლიკასთან მეგობრული ურთიერთობის განვითარება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობა და მჭიდრო კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება ჩვენი ერების საერთო კეთილდღეობისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა  და საუკეთერსო სურვილები, თქვენს მომავალ საქმიანობაში წარმატებისათვის, ხორვატი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.

პატივისცემით,

გიორგი მარგველაშვილი

Add to Twitter Add to Facebook