მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი დარიალის ხეობაში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი დარიალის ხეობაში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი დარიალის ხეობაში ჩავიდა და ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად შექმნილი ვითარების დეტალებს ადგილზე გაეცნო. გიორგი მარგველაშვილმა სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებისგან მოისმინა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ხეობაში რთული მდგომარეობაა და მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია, მისი შედეგების სრულად აღმოფხვრას დიდი დრო და რესურსი დასჭირდება. მისი თქმით, აუცილებელია დადგინდეს ისიც, კვლავ არის თუ არა მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება.

საქართველოს პრეზიდენტი იმ ადამიანების ბედით დაინტერესდა, რომლებიც მეწყერში მოყოლილ ავტომანქანებში ისხდნენ.

"ასეთი შემთხვევა 2007 წელს მოხდა, თუმცა როგორც მახსოვს, მაშინ ჩამოშლილი მიწის მონაკვეთი ნაკლები იყო. შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას სერიოზული ძალისხმევა სჭირდება, მით უფრო, რომ ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ გადავარჩინოთ დაკარგული ადამიანების სიცოცხლე. ასევე უნდა მოხდეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. ამისათვის ძალზე ორგანიზებულად მუშაობს საქართველოს მთავრობა - უკვე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სტიქიური უბედურების ადგილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაიმართა საგანგებო საბჭოს სხდომა, რომელსაც ქვეყნის პირველი პირი ესწრებოდა. 

Add to Twitter Add to Facebook