მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი კიოტოში კულტურულ ღონისძიებებს დაესწრებიან

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი კიოტოში კულტურულ ღონისძიებებს დაესწრებიან

 

იაპონიაში  ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად,  კიოტოს ესტუმრა. ქვეყნის პირველი პირი „ჯიდაი მაცურის“ ფესტივალს დაესწრო, რომელიც საიმპერატორო სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  ყოველწლიურად 22 ოქტომბერს  იმართება. ფესტივალი სათავეს 1895 წლიდან იღებს და  მასში  მონაწილეობს 2000 მდე  ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ადამიანი.

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა კიოტოში რამდენიმე  კულტურულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

მეგზურობას ქვეყნის პირველ პირს იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ცინცაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში ტიოშიო კაიტანი და მისი მეუღლე ჰარუე კაიტანი უწევდნენ.

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ქართულ დელეგაციასთან ერთად ტოკიოდან  ქალაქ კიოტოში „შინკანსენის“ ჩქაროსნული მატარებლით  ჩავიდნენ. რკინიგზის სადგურში საქართველოს პრეზიდენტს და პირველ ლედის  კიოტოს ვიცე გუბერნატორი,  ქალაქის მერი და ეროვნულ სამოსში  გამოწყობილი გოგონა დახვდნენ.

Add to Twitter Add to Facebook