მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის უმაღლეს კომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა და შტეფან ფულემ განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების უახლოეს მომავალში ხელმოწერა აქტუალურია.

ევროკომისარი საქართველოს პრეზიდენტის მეზობელ სახელმწიფოებში ვიზიტების შედეგებითაც დაინტერესდა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს, როგორც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნის მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. გიორგი მარგველაშვილმა და შტეფან ფულემ ყურადღება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების გზებზეც გაამახვილეს.

Add to Twitter Add to Facebook