მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარ შტეფან ფულეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარ შტეფან ფულეს შეხვდა

 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ევროკავშირის უმაღლეს კომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები იყო. საუბრისას, მათ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომი სამოქმედო გეგმა განიხილეს და სამომავლო პერსპექტივაზე იმსჯელეს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს, როგორც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნის მნიშვნელობა კავკასიის რეგიონში. გიორგი მარგველაშვილმა და შტეფან ფულემ ყურადღება რეგიონალურ საკითხებსაც დაუთმეს და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

Add to Twitter Add to Facebook