მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტარ ანდრეი მამიკინსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტარ ანდრეი მამიკინსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტარს, მომხსენებელს საქართველოს საკითხზე, რეზოლუციის ავტორს ანდრეი მამიკინსს შეხვდა. მხარეებმა რეზოლუციის დეტალები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. რეზოლუციის ტექსტის კენჭისყრამდე გამართული შეხვედრისას  ევროპარლამენტარმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა საქართველოს თანადგომა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე აგრძელებს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით.  

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ის რეფორმები და ვალდებულებებიც იყო, რომლიც ქართულმა მხარემ ასოცირების შეთანხმების მიხედვით იკისრა. ხაზგასმით აღინიშნა ის პროგრესი, რომელიც საქართველომ ამ პერიოდის განმავლობაში მიაღწია.  

შეხვედრას ქართული დელეგეცია სრული შემადგელობით ესწრებოდა.

Add to Twitter Add to Facebook