მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ევროპელ სოციალ-დემოკრატებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპელ სოციალ-დემოკრატებს შეხვდა

ქვეყნის პირველმა პირმა  საქართველოში ვიზიტად მყოფი  ევროპის სოციალ-დემოკრატთა ფაქტების დამდგენი მისია მიიღო. გიორგი მარგველაშვილმა მისიის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობის თაობაზე ისაუბრა და ევროპის სოციალ-დემოკრატიული ფრთის ლიდერებს მადლობა გადაუხადა იმ  მხარდაჭერისთვის , რომელსაც ამ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ გამოხატავენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხები განიხილეს. საუბარი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს პრეზიდენტის როლსაც შეეხო.

ევროპარლამენტის დეპუტატმა, ევრონესტის საპარლამენტო დელეგაციისა და ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის წევრმა ედით ჰერცოგმა ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრის მნიშვნელობაზე  ისაუბრა: „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, საქართველოში  ჩამოვედით, რათა მომავალი საქმიანობის პოტენციალი შევაფასოთ. ჩვენ ევროპის პროგრესულ ძალებს წარმოვადგენთ და ვილნიუსის სამიტის შემდეგ  განსაკუთრებულად გამოვხატავთ ჩვენს სურვილს, რომ  საქართველოს ევროინტეგრაცია მოხდეს სწრაფად და შეუფერხებლად ევროპის პროგრესულ ძალებთან თანამშრომლობით“.

ქართული  დელეგაციის მხრიდან  შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და  პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვანო მაჭავარიანი  დაესწრნენ.

Add to Twitter Add to Facebook