მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ვილნიუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა. შეხვედრისას, მხარეებმა ყურადღება ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის  ხელშეკრულებების პარაფირების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. გიორგი მარგველაშვილმა მზადყოფნა გამოხატა 2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას საქართველომ უმასპინძლოს. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა სუმა ჩაკრაბარტის ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის.

საუბრისას, კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ საქართველო მზად არის კვლავაც გააგრძელოს რეფორმები და ქვეყანამ მოახდინოს ღრმა და ყოვლისმოცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოთხოვნათა იმპლიმენტაცია. ამას გარდა, მხარეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია გაღრმავდეს თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ეკონომიკური მიმართულებით.

„ეს იყო წინასწარი შეხვედრა საქართველოს ახალ პრეზიდენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ თქვენს ქვეყანასთან არსებულ ინტენსიურ პარტნიორობის შესახებ. 20 წლის განმავლობაში, დაახლოებით, ორი მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ასე რომ, ეს არის ნამდვილად ძლიერი თანამშრომლობა და გვსურს ეს მომავალშიც შევინარჩუნოთ. ვფიქრობთ,  წინ კიდევ უამრავი შესაძლებლობაა საქართველოსა და EBRD-ის ერთობლივი მუშაობისთვის“, - აღნიშნა სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. 

Add to Twitter Add to Facebook