მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ვილნიუსში  ორმხრივ შეხვედრებს მართავს. გიორგი მარგველაშვილი უკვე შეხვდა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს. საუბრისას, მხარეებმა ყურადღება ასოცირებული წევრობისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის  ხელშეკრულებების პარაფირების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკურ სფეროში და საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების საკითხს. როგორც ცნობილია, უკვე მოეწერა ხელი 30-მილიონიან პროექტს, რომელიც გრიგოლეთი-სამტრედიის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ევროპის საინვესტიციო ბანკი დაინტერესებულია საქართვველოში ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით.

როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, უახლოეს მომავალში საქართველოს საინვესტიციო ბანკის დელეგაცია ესტუმრება.

„პირველად შევხვდით საქართველოს ახალ პრეზიდენტს. ძალიან კარგი და კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. გვჯერა, რომ მომავალ წლებში თქვენს ქვეყანაში   ბევრი რამ განვითარდება. გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელთა განხორციელებასაც  საქართველოში ვგეგმავთ. დეტალებს კი წლის დამლევს, ჩვენი დელეგაციის საქართველოში ვიზიტისას განვიხილავთ. მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ყველაფერი პოზიტიურად ვითარდება“, - განაცხადა ვერნერ ჰოიერმა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი და პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.  

Add to Twitter Add to Facebook