მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც ოფიციალური სადილი გაიმართა.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და შემდგომი სამოქმედო გეგმის დეტალებზე გაამახვილეს.  გიორგი მარგველაშვილმა და ჰერმან ვან რომპუიმ რეგიონალური უსაფრთხოების თემებზეც იმსჯელეს და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მზაობა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწეროს 27 ივნისს  და უმასპინძლოს საქართველოს დელეგაციას ბრიუსელში.

Add to Twitter Add to Facebook