მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ეკონომიკის დარგში მომუშავე ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ეკონომიკის დარგში მომუშავე ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტისა და ეკონომიკის დარგში მომუშავე ექსპერტებს შორის შეხვედრა ეროვნული ბანკის უმაღლეს ორგანოში - ეროვნული ბანკის საბჭოში ერთი ვაკანტური ადგილის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით გაიმართა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატურის შერჩევის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი იყოს მაღალკვალიფიციური და ობიექტური პროფესიონალი. მისი თქმით, შერჩეული კანდიდატი კარგად უნდა აცნობიერებდეს რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. ქვეყნის პირველი პირი მზად არის აღნიშნულ თანამდებობაზე პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარუდგინოს კანდიდატურა.

„საქართველოს პრეზიდენტს ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა ჰქონდა ეკონომიკის ექსპერტებთან, რომელიც ძალიან საინტერესო და სწორი რეჟიმით წარიმართა. შეხვედრისას გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, განსაკუთრებით კი ის კრიტერიუმები, რომლებსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი (კანდიდატი) უნდა აკმაყოფილებდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროცესი გრძელდება, რომელიც არის გამჭვირვალე და უახლოს მომავალში საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ღირსეულ კანდიდატს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა.

ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ ადგილზე კანდიდატურის შერჩევისა და წარდგენის თხოვნით, ქვეყნის პირველ პირს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ წერილობით 8 ოქტომბერს მიმართა. 

Add to Twitter Add to Facebook