მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან გამართა შეხვედრა. გიორგი მარგველაშვილმა და სვენ მიკსერმა, უპირველესად, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესზეც ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები დადებითად აისახება ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც სექტემბერში დიდ ბრიტანეთში გაიმართება. გიორგი მარგველაშვილმა მას მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და საქართველოს თანადგომისთვის ნატო-სა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ქვეყნის პირველმა პირმა ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად რეგიონში შექმნილ ვითარებაზე იმჯელა.   

შეხვედრისას, გიორგი მარგველაშვილმა და სვენ მიკსერმა საქართველოსა და ესტოეთის ურთიერთობის საკითხებიც გაიხილეს და ყურადღება ორ მეგობარ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს.  

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო ექსპერტებთან არაოფიციალური შეხვედრა გამართა.  

Add to Twitter Add to Facebook