მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტალინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს ტაავი როიავას შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის ფართო სპექტრი განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებს.

შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში განვითარებული მოვლენებიც განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილი ასევე შეხვდება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დღის ბოლოს კი ესტონეთის პრეზიდენტის სახელით გამართულ გალა-ვახშამს დაესწრება. 

Add to Twitter Add to Facebook