მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

 

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს ტაავი როივასს შეხვდა.

გაფართოებული შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა და ტაავი როივასმა ორი ქვეყნის ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პერსპექტივაზეც  გაამახვილა.

შეხვედრისას საუბარი რეგიონში, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და  უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც შეეხო.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის მხარეს უელსის სამიტზე მიღებული სპეციალური პაკეტის მხარდაჭერისათვის.

Add to Twitter Add to Facebook