მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში სამუშაო ვიზიტს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში სამუშაო ვიზიტს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის პრეზიდენტის ტოომას ჰენდრიკ ილვეს მიწვევით ტალინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის დედაქალაქში ქვეყნის პრეზიდენტის გარდა პრემიერ-მინისტრს ტაავი რიივას, საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას პაეტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ეიკი ნესტორს შეხვდება.

ესტონეთის ხელისუფლების ლიდერებთან შეხვედრების პარალელურად გიორგი მარგველაშვილი, როგორც საპატიო სტუმარი, მონაწილეობას მიიღებს ტალინში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში. საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად გახსნის საერთაშორისო კონფერენციას „ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ინტერნეტი ყველასათვის“ და სიტყვით მიმართავს დელეგატებს.

დღის ბოლოს გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ტომას ჰენდრიკ ილვესის მიერ გამართულ გალა-სადილს დაესწრება. 

Add to Twitter Add to Facebook